Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)
20:34 12.10.2012
დღის სიახლეები

‘’პრესა.ჯი" გიგა ლიპარტელიანის წიგნის მიხედვით, გადაღებული დოკუმენტური ფილმის: ‘’სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ანუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი" პირველ ნაწილს ავრცელებს. ჟურნალისტური გამოძიება საინფორმაციო - ანალიტიკური სააგენტო ‘’რეპუტაციას" ეკუთვნის.

ფილმში - ‘’ორი რუსული მკვლელობის ერთი ქართველი შემკვეთი", საუბარია ორი ძმის: ამირან და ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობაზე, რომელსაც პუბლიცისტი საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს, ბიძნა ივანიშვილს უკავშირებს.

ჟურნალისტი ყვება, რომ მკვლელობათა სერია1993 წელს, ოთარ კვანტიშვილის უფროსი ძმის, ამირან კვანტრიშვილის მკვლელობით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამირან კვანტრიშვილი ჩეჩეჩენი ბოევიკების მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ საქმეზე დღემდე დაკითხულიც კი არავინ არის. ამ მკვლელობიდან  ერთი წლის შემდეგ კი კლავენ ოთარ კვანტრიშვილს.

გიგა ლიპარტელიანი აღნიშნული მკვლელობების კვლევამ ივანიშვილთან მიიყვანა. ის აცხადებს, რომ 1991-1992 წლებში ბიძინა ივანიშვილმა გახსნა ბანკი ‘’რასიისკი კრედიტი", საიდანაც მკვლელობათა სერია იწყება.  ჟურნალისტის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კუთ­ვ­ნილ ბანკ "რა­სი­ის­კი კრე­დიტ­ში" ვა­სილ ანი­სი­მო­ვის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ვ­ნის შემ­დეგ სა­ჭი­რო გახ­და ძმებ ამი­რან და ოთარ კვან­ტ­რიშ­ვი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცია, რომ­ლებ­საც ალუ­მი­ნის ბიზ­ნეს­ში ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ.

ჟურნალისტი ყვება, რომ იმ დროისთვის რუსეთში დიდ ბიზნესებს ლობისტი კანონიერი ქურდები და დაქირავებული ქილერები ჰყავდა. ‘’ბიძინას ბანკი ცნობილი იყო ქილერით - ალექსანდრე სალუკინით. ეს იყო ბიძინას ბანკის დაქირავებული ქილერი" - აცხადებს გიგა ლიპარტელიანი.

ლიპარტელიანი ყვება, რომ ქილერი ალექსანდრე სალუკინი პოლიციამ დააკავა, მის დაკავებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა, დაჭრილი იყო თავად სალუკინიც. მან გამოძიებას ჩვენება მისცა და ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა აღიარა. ჟურნალისტის თქმით, კრემლში ყველამ იცოდა, რომ ის ხელს დაადებდა ივანიშვილს, რის გამოც მკვლელი ციხიდან გააპარეს, ის ჯერ საბერძნეთში გადაიყვანეს, შემდეგ კი მოკლეს. 1997 წელს ალექსანდრე სალუკინისა და მისი მეგობარი გოგონას ცხედრები დანაწევრებული, ჩემოდანში იპოვეს.

გიგა ლიპარტელიანი ფილმში კვანტრიშვილების მკვლელობის შემკვეთად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს და დეტალურად ყვება, ივანიშვილის ბიზნესინტერესებსა და დანაშაულებრივ საქმიანობაზე.  

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო1
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)2
11 წლის გოგონას სიკვდილით დასჯა ემუქრება3
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი ზუგდიდშიც მიაგეს4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (18 - 24 ივნისი)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X