GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ელენე ფოჩხუა: გიორგი ნაწამები და დასახიჩრებული იყო
12:15 18.10.2012
დღის სიახლეები

ზუგდიდის სასამართლო, მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე განაჩენს 23 ოქტომბერს გამოიტანს. აღნიშნულის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს გარადაცვლილის დამ, ელენე ფოჩხუამ განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახი მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

„ეს დანაშაული 16- წლიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მართალია სამუდამო პატიმრობა ძმას ვერ გამიცოცხლებს მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს“,- განაცხადა მომღერალმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ოჯახს დამატებითი ინფორმაცია მკვლელობის შესახებ, ელენე ფოჩხუა პასუხობს, რომ ოჯახს სამართალდამცავების მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადების გარდა, სხვა ვერსიების არ სჯერა. ის ამბობს, რომ გიორგი ნაწამები და დასახიჩრებული იყო, რაზე საუბარიც ძალიან უჭირს.

შეგახსენებთ, რომ  გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში მოკლეს. ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ახალგაზრდამ მეგობრებისგან მოშორებით გაიყვანა. მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ორი დღის შემდეგ, მსახიობის ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გამორიყა.

ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბექა ცობეხია კი, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ცობეხია თავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა.

სამართალდამცველებმა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება, ნიკოლოზ ძაბაღუა აიყვანეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საპროტესტო აქციები და გლდანის ციხე რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა1
დღეიდან საქართველოს 400 სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოები გაიყიდება2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 6 სექტემბრისთვის3
აშშ-მა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა4
ცესკოში არაკვალიფიციურ სუბიექტებს განაცხადის შეტანის ვადა დღეს ეწურებათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X