GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მკვლელის დღიურებიდან: მე ცეცხლზე დავსვამ მას, რომ რაც შეიძლება დიდხანს იტანჯოს
22:58 26.10.2012
დღის სიახლეები

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც იტაცებდა, აუპატიურებდა და საკვებად იყენებდა მსხვერპლს.

გილბერტო ვალე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას და მომავალ მსხვერპლთა შესახებ ცნობებს აგროვებდა.

რამდენიმე თვის განმავლობაში მან 100 ფოტოსურათი შეკრიბა, რომლებიც თანამზრახველებს გადასცა და ამაში 5000 დოლარი აიღო.

28 წლის ვალემ ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა ვინმე CC-1 და и КС-2-ს, სადაც წერდა, რომ აპირებს მოიტაცოს, გააუპატიუროს, აწამოს და შემდეგ საკვებად მოამზადოს ქალის სხეულის ნაწილები.

"მე ცეცხლზე დავსვამ მას, რომ რაც შეიძლება დიდხანს იტანჯოს. მე საკმაოდ დიდი ღუმელი მაქვს, რომ იქ ამ გოგონებიდან ერთ-ერთი შეეტიოს” - წერდა ოფიცერი.

ის მსხვერპლს ჯერ ნარკოტიკებს აძლევდა და აძინებდა.

"მე ჯერ გავაუვნებელყოფ მას და შემდეგ ხელ-ფეხს შევუკრავ. არ მინდა გავაუპატიურო, რადგან შემდეგ ჯერზე ცდუნება არ მქონდეს. შენ გადაიხადე მასში და მერე რაც გინდა ის უქენი, ის შენია” - სწერდა მეორე კლიენტს პოლიციელი.

"ის ძალიან გემრიელად გამოიყურება, ხომ მართალია?” - ვკითხულობთ მის შეტყობინებებში.

კომპიუტერში აღმოჩენილ კიდევ ერთ წერილს კი ასეთი სათაური ჰქონდა: "მოტაცება და საკვების მომზადება – მსხვერპლი 1”. ფაილი შეიცავდა ქალის ფოტოსა და დაბადების თარიღს, ასევე საჭირო იარაღების, მათ შორის, ქლოროფილისა და ბაწრის ჩამონათვალს.

გილბერტის თანამშრომლები გაოგნებულები არიან, რადგან აცხადებენ, რომ არასოდეს შეუმჩნევიათ მისთვის ფსიქიური არამდგრადობა.

სამართალდამცველებმა დროულად მოასწრეს პოლიციელისა და მისი კანიბალი მეგობრების გამოვლენა და ზემოაღნიშნული 100 ქალბატონიდან არავინ დაზარალებულა.

საქმეზე თავად ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო მუშაობდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ქართული ოცნების" ახალგაზრდა აქტივისტებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს1
შსს კახი კალაძის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს2
ნოდარ ჯავახიშვილი ვლადიმერ უგულავას სასამართლოში უჩივის3
ჩახვაძე: ბანკებმა გლეხებს ორწლიანი სესხი უნდა მისცენ4
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X