GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბუტა რობაქიძის საქმეზე შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს
15:21 29.10.2012
დღის სიახლეები

დიდუბის ეკლესიასთან მოკლულ ამირან (ბუტა) რობაქიძის მშობლები მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

რობაქიძის დედა - ია მეტრეველი  შსს კადრების სამმართველოს  ყოფილი უფროსის, ზურაბ მიქაძის, ტელეკომპანია „რეალ - TV“ - ის ყოფილი ხელმძღვანელის, გურამ დონაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის გასამართლებას ითხოვს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ია მეტრეველმა განუცხადა, მან კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წევრისგან, თინა ხიდაშელისგან საქმის ობიექტურად  გამოძიების პირობა მიიღო.

„ამდენი წელი სწორედ სამართლიანობას ველოდებოდი, რა თქმა უნდა, მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ დაისაჯოს ყველა ის მაღალჩინოსანი, რომლებმაც ერთადერთი შვილი წამართვეს, დაწყებული მაშინდელ შს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისგან, ზურაბ მიქაძითა და  გურამ დონაძით დამთავრებული. თინა ხიდაშელისგან გამოძიების დაწყების პირობა მივიღე, თუმცა აქ გამოსაძიებელიც არაფერია, ყველაფერი ხელისგულზე დევს“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ „ის ცრუ მოწმეებიც“, რომლებმაც ჩვენებები შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძე 2004 წელს, დიდუბის ეკლესიასთან ჩაცხრილეს.

რობაქიძის მკვლელობაში  ეჭვმიტანილ გრიგოლ ბაშალეიშვილს, სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მეტრეველმა უთხრა, ეჭვმიტანილი პატიმრობიდან 2007 წელს, სამწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 32 ადამიანი ემსხვერპლა1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
რუსეთი ბირთვული იარაღზე ას მილიარდს დახარჯავს3
სალომე ზურაბიშვილს კულტურის მოღვაწეების მიმართ კითხვები აქვს4
პარლამენტის ხაზინადართა საბჭო შეიქმნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X