GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შესახებ
13:49 01.11.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2012 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს  სხდომაზე დასწრების მიზნით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტი ვლადიმერ არევაძე ეწვია. სასამართლოს ცენტრალურ შემოსასვლელთან მანდატურებმა მოქალაქე არევაძეს სასამართლოს შინაგანაწესით გაწერილი  უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით შემოწმების გავლა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს, რაზეც ამ უკანასკნლემა უარი განაცხადა.  

არაერთგზის მოწოდების მიუხედავად ვლადიმერ არევაძე არ დაემორჩილა მანდატურის კანონიერ მოთხოვნას და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მანდატურებმა მოქალაქეს დაატოვებინეს სასამართლოს შენობა. საქმის განმხილველი მოსამართლის ნებართვით, მოქალაქე ვლადიმერ არევაძე დაშვებულ იქნა სასამართლო პროცესზე და გაემართა სხდომის დარბაზისაკენ, სადაც მას უნდა გაევლო შემოწმება და ჩაებარებინა ტელეფონი. თუმცა, მოქალაქე ამჯერადაც არ დაემორჩილა მანდატურის კანონიერ მოთხოვნას და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია მას, ამასთანავე სიტყვიერად შეურაცხყოფდა მანდატურებსა და სასამართლოს, რაც დასტურდება თვითმხილველთა ჩვენებებით.

ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით მანდატურებმა მიმართეს კანონით გათვალისწინებულ პროცედურას და მიუხედავად ფიზიკური წინააღმდეგობისა, დააკავეს მოქალაქე და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია მისი ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების მიზნით. ალკოტესტის მონაცემებით დადასტურდა რომ მოქალაქე ვლადიმერ არევაძე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით  ვლადიმერ არევაძე სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით. განკარგულება არ საჩივრდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თხოვნით მიმართავს საზოგადოებას თავი შეიკავონ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით გამყრელიძე გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს1
უკრაინის პატრიარქმა პრეზიდენტს ტიმოშენკოს შეწყალება სთხოვა2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 11 ივნისისთვის3
კოლხეთის დაცული ტერიტორიის შემცირება ფოთი-ანაკლიის მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება4
რუსთავის ციხესთან პატიმრის დედა შიმშილობას განაგრძობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X