GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს სპეცდანიშნულების რაზმით ემუქრება
16:58 01.11.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველის რწმუნებულები, სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მსჯავრდებულთა დიდ ნაწილს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს მიაწოდეს კოლექტიური განცხადებები.

პატიმრების ინფორმაციით, დაწესებულებაში დირექტორის შეცვლის შემდეგ, დაიწყო ძველი მეთოდების დამკვიდრება - პატიმრებს დაუწესდათ გაუმართლებელი შეზღუდვები, კერძოდ, აღარ აძლევენ ეკლესიაში გადასვლის საშუალებას, საკანში სარეცხის გაფენის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არ არსებობს. მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს ემუქრება სასჯელის დამატებით, სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანით. მათი თქმით, პატიმრებს უმიზეზოდ სჯიან და გადაყავთ სამარტოო საკანში.

მსჯავრდებულების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ #16 დაწესებულებაში განთავსებულნი არიან პატიმრები, რომლებისთვისაც ახალ დირექტორს, ლევან აბურჯანიას, პოლიციაში მუშაობის დროს, „ჩადებული“ აქვს ნარკოტიკი და რომლებიც ნაცემი ჰყავს.

„მსჯავრდებულთა გადმოცემით, დაწესებულებაში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ გამოჩდნენ ის ძველი თანამშრომლები, რომლებიც ვაჟა ცხვედიანის დირექტორობის პერიოდში სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია ნაცემი პატიმრების თაობაზე, თუმცა სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის პატიმრებს აღნიშნულის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. მსჯავრდებულთა თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად არ ისარგებლებენ პაემნებით. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პატიმრებს შორის არანაირი სახის უთანხმოება არ არსებობს, ხოლო ინფორმაცია, თითქოს #16 დაწესებულების მსჯავრდებულები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები, მცდარია“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მონიტორინგის დროს #16 დაწესებულებაში შიმშილობდა 5 პატიმარი, ორი პატიმარი აპროტესტებდა სამარტოო საკანში განთავსებას, ხოლო სამი მათი თანასაკნელების სამარტოო საკანში გადაყვანას. 

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სიღრმისეულად შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტები და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.  განცხადებები რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ემანუელას როლის შემსრულებელი კიბოთი გარდაიცვალა1
ე.წ. Must carry-ზე მომზადებული კანონპროექტის ინიცირება დღეს მოხდება2
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს3
მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს სპეცდანიშნულების რაზმით ემუქრება4
აშშ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას და მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X