თბილისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,
ლევან გაჩეჩილაძის შვილს გაგა გაჩეჩილაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.
საქმის
არსებითი განხილვა კი, 24 დეკემბერს გაიმართება.
ლევან
გაჩეჩილაძის
ვაჟს, გაგა გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. საქმე ეხება 27 ოქტომბერს, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში"
მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.
Internet.ge