GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის შვილისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე განცხადება გაავრცელა
15:03 02.11.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ლევან გაჩეჩილაძის შვილისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა  24 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

გიორგი გაჩეჩილაძეს ბრალად ედება ხულიგნობა. წარდგენილი ბრალდების თანახმად: 2012 წლის 27 ოქტომბერს გიორგი გაჩეჩილაძემ გრიბოედოვის ქ. N 34-ში მდებარე კაფე ”გალერეას” მიმდებარე ტერიტორიაზე წამოიწყო ჩხუბი, ამავე კაფის თანამშრომლების მიმართ. მან ჩხუბის დროს გამოიყენა დანა, აღნიშნული ქმედებით უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.

შუამდგომლობის განხილვისას დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის მიმართ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.

“სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ გ. გაჩეჩილაძეს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სასაჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება, ასევე სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდა გამოძიებას, წარსულში არ არის ნასამართლევი და გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”,- ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ, დააკამაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ გიორგი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა  გირაო 5000 ლარის ოდენობით. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება პატიმრობიდან.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: განახლებული აგრარული უნივერსიტეტი1
დავით სერგეენკო: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არ იგეგმება2
ანგელა მერკელმა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა3
108 პრობაციონერი პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდა4
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ენერგეტიკოსებთან შეხვედრა გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X