ჭიათურის რაიონის სოფელ მეჩხეთურში 22 წლის მურად ნოზაძემ თანასოფლელი - 28 წლის ანდრო ტაბატაძე მოკლა.
მკვლელობა მეზობლის ქორწილში მოხდა. ნოზაძემ
გარდაცვლილს გულ-მკერდის არეში 5 ჭრილობა
ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა. მანამდე კი მან საკუთარი დედაც დაჭრა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე. 22 წლის ეჭვმიტანილმა პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა.
შსს-ს ინფორმაციით: "საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მურად ნოზაძე
დააკავეს. მურად ნოზაძემ სოფელ მეჩხეთურში შელაპარაკების ნიადაგზე დანით რამდენიმე
ჭრილობა მიაყენა ანდრო ტაბატაძეს. ტაბატაძე მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზე
გარდაიცვალა. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
მურად ნოზაძე დანაშაულს აღიარებს."
internet.ge