GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლო "პირველი სტერეოს" დირექტორის კუთვნილი წილის დაყადაღების მიზეზებზე საუბრობს
19:15 18.05.2012
დღის სიახლეები

საქალაქო სასამართლო "პირველი სტერეოს" დირექტორის, დავით ზილფიმიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სასამართლოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2012 წლის 11 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა შპს "პირველი სტერეოს” პარტნიორმა ვასილ კობაიძემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. განმცხადებელი ითხოვდა დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღებას, რათა თავიდან აცილებულიყო ქონების მოსალოდნელი გასხვისება.

„2012 წლის 12 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს "ტელეკომპანია პირველი სტერეო”-ში და შპს "სტერეო+”-ში. ეს არის არა ტელეკომპანია ”პირველი სტერეო”-ს ან ”სტერეო+”-ის ქონება, არამედ - დავით ზილფიმიანის პირადი საკუთრება. ყადაღით იტვირთება მოპასუხის ქონება და ამიტომ ყადაღა დაედო მის კუთვნილ წილს სხვა კომპანიაშიც, სადაც ვასილ კობაიძე არ არის პარტნიორი. მოცემულ დავაში მოპასუხეა დავით ზილფიმიანი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს სწორედ მისი ქონებიდან, ხოლო თუ დავა მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყდება, კანონის თანახმად, ყადაღა უქმდება. საყურადღებოა ასევე, რომ სასამართლოს აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა. თუ მოპასუხე არ ეთანხმება გამოყენებულ უზრუნველყოფას, კანონით მას ენიჭება უფლება  5-დღიან ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამისი მოტივაციით. ამ შემთხვევაში მოპასუხეს გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია. ნაცვლად ამისა, მხარემ საჯაროდ შეურაწყოფა მიაყენა სასამართლოს. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ სასამართლოს შეურაწყოფით წარმატებას და სასურველ გადაწყვეტილებას ვერავინ მიაღწია“,- ნათქვამია განცხადებაში და აქვე საქალაქო სასამართლო სასამართლო მოუწოდებს საზოგადოებას (მხარეებს) სიფრთხილით მოეკიდონ    მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის  შემლახველი განცხადებების გაკეთებას, რადგან თავიდან იქნას აცილებული   მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო  ქმედება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი: ადამიანს ფული არ უნდა მისცე, მას ფულის შოვნაში უნდა დაეხმარო1
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს2
ქუცნაშვილი: პარლამენტი იმიტომ არის პარლამენტი, რომ კონსტიტუციის ძალით მხოლოდ მას აქვს კანონებში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა3
აფხაზეთში რუსულ პენსიას 32 ათასი ადამიანი იღებს4
პარლამენტს ახალი ვიცე-სპიკერები ჰყავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X