GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დუმბაძეს პსმ სისტემის პისტოლეტიდან 7 ტყვია ესროლეს
10:25 22.05.2012
დღის სიახლეები

ყოფილი ქართველი გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, დუმბაძე მოკლულია პსმ სისტემის პისტოლეტით, საიდანაც 7 ტყვიაა გასროლილი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ექს-გენერალი თავსა და მუცლის არეში მიღებული ჭრილობების შედეგად, შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სამართალდამცავები გუშინ აცხადებდნენ, რომ დანაშაულის ხასიათი შეკვეთილ მკვლელობაზე მეტყველებს.

რომან დუმბაძე მოსკოვში გუშინ მოკლეს. მას ორმა უცნობმა ესროლა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლით მიიმალნენ. პოლიციამ მოტოციკლი უკვე იპოვა.

რომან დუმბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადას მეთაურობდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, აჭარაში განვითარებული მოვლენების დროს, მან უარი თქვა დამორჩილებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანებებს და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ასლან აბაშიძის ბრძანებებს შეასრულებდა.

დუმბაძე 2006 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა, რომან დუმბაძის აგვისტოს ომის დროს დატყვევებულ ქართველ სამხედროებზე გაცვლა ითხოვა. იგი ენგურის ხიდიდან, სადაც გაცვლა შედგა, პირადად რუსმა გენერალმა ბორისოვმა წაიყვანა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხატია დეკანოიძემ ახალიცეხში მეხუთე საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობა გახსნა1
გონიო–სარფის მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა2
გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ3
კასკადიორი ცოცხლად დაწვას გადაურჩა (VIDEO)4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X