GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატის მიერ 900 000 ევროთი დაჯარიმდა
10:14 30.05.2012
დღის სიახლეები

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებით, ბიძინა გიორგობიანი, ფონდ „ქომაგის“ ანგარიშზე თანხის უკანონო გადარიცხვის გამო, 900 000 ევროთი დაჯარიმდა.

ამის შესახებ, ოფიციალური განცხადება კონტროლის პალატამ გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტის,- „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა, რომელიც მისივე საჯარო განცხადებებით, დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ გეგმებთან, საქართველოში არალიცენზირებლი ბანკიდან, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს 90.000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა.

აღნიშნული გამო, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგის“ ანგარიშს ყადაღა დაედო.

პალატის ინფორმაციით, 2012 წლის 22 მაისს, ბიძინა გიორგობიანი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები. ასევე, ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა საქართველოს კონტროლის პალატაში 2012 წლის 28 მაისს იყო დანიშნული. სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად არც სამართალდამრღვევი და არც მის წარმომადგენელი გამოცხადდა.

ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად უზრუნველყო სამართალდამრღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია და მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებდა საქმის განხილვას. შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომა ჩატარდა სამართალდამრღვევის მონაწილეობის გარეშე და ბიძინა გიორგობიანი მის მიერ ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვაზისუბანში სუპერმარკეტი „სმარტი“ გაიხსნება1
ლისის ტბაზე განახლებული სანაპირო გაიხსნა2
ანდრია ურუშაძემ დიდ დიღომში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაათვალიერა3
დღეს, საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართება4
მართვის მოწმობები იცვლება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X