GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პოლიცია კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის ურთიერთობით დაინტერესდა
13:21 31.05.2012
დღის სიახლეები

იტალიის პოლიცია კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის ალტიკ საფეტის ურთიერთობით დაინტერესდა. ტელეკომპანიის ცნობით, იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩაწყობილ მატჩებთან და სხვა თაღლითურ საქმეებთან დაკავშირებით, ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორი ალტიკ საფეტი დააკავეს, რომელსაც კლუბ "ჯენოას" ფეხბურთელებთან ჰქონდა კავშირი.

როგორც ტელეკომპანია „იმედი“იუწყება, იტალიურმა მხარემ ‘’ქრონიკას" კახი კალაძისა და ალტიკ საფეტის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც საუბარია მათ შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ.

აუდიოჩანაწერში ირკვევა, რომ კალაძესა და საფეტის ერთმანეთთან დაკავშირებაში „ჯენუას“ ფეხბურთელი ჯუზეპე სკული ეხმარება. ჩანაწერის იმ ნაწილში, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა, შეხვედრის მიზეზებზე საუბარი არ არის. გთავაზობთ „იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს:

ალტიკ საფეტი: ერთი წამით შეგიძლია დაუძახო ამ კალაძეს და უთხრა, რომ დამირეკოს?

ჯუზუპე სკული: შენ სად ხარ, სახლში?

ალტიკ საფეტი: კი, სახლში ვარ და მითხრეს, რომ პავიესშია და რაღაცას აკეთებს

ჯუზუპე სკული: კი, ვეტყვი, რომ გადმოგირეკოს...

კახი კალაძე: როგორ ხარ?

ალტიკ საფეტი: კარგად, შენ?

კახი კალაძე: არამიშავს.. შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმეები?

ალტიკ საფეტი: გარეთ ხარ?

კახი კალაძე: შენ სად ხარ?

ალტიკ საფეტი: შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ?

კახი კალაძე: მე დაგირეკავ.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერნეტ.ჯი“-სთან კომენტარი „კალა ფონდის“ დირექტორმა ოთარ ჩრდილელმა გააკეთა:

„ტელეკომპანია „იმედი“ არის საქართველოში კახი კალაძისთვის შავი პიარის მთავარი შემქმნელი. მათ დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ კახას ნარკოტრაფიკიორებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. რაც შეეხება კახასა და საფეტის ურთიერთობას, ეს სატელეფონო ზარი შეეხებოდა მარმარილოს კარების ყიდვის საკითხს. კახის ეს 40 კარი, რომლის შესახებაც საფეტის ესაუბრება, ქობულეთის სასტუმროსთვის სჭირდებოდა. ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ ნარკოტიკებთან ქართველ ფეხბურთელს არანაირი კავშირი არ აქვს და თუ იტალიელ სამართალდამცავებს კახისთან რაიმე სახის კითხვები ექნებათ, კალაძე აუცილებლად უპასუხებს მათ. ტელეკომპანია „იმედის“ სამწუხაროდ, იტალიურ პროკურატურას კახა კალაძის მიმართ ასეთი კითხვებიც კი არ გააჩნია“ - განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, იტალიის პოლიცია ამ დრომდე კითხავს რომის "ლაციოს" კაპიტან სტეფანო მაურის. ფეხბურთელის ადვოკატების განცხადებით, დაკითხვის მთავარი მიზეზი მაურის შემთხვევაშიც სატელეფონო ჩანაწერია. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს1
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა2
ლადო ბედუკაძე საქართველოში ბრუნდება3
მაია ფანჯიკიძე: ზურაბ აბაშიძეს რუსეთში დიდი ავტორიტეტი აქვს4
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X