GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უკრაინის პროკურატურა იუშენკოს მოწამვლის საქმეს დახურავს
17:47 31.05.2012
დღის სიახლეები

უკრაინის გენპროკურატურა დახურავს ვიქტორ იუშენკოს მოწამვლის საქმეს, თუ ექს-პრეზიდენტი განმეორებით სისხლის ანალიზს არ აიღებს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ განაცხადა.

„მე თავად მომხრე ვარ იმისა, რომ ეს საქმე როდესმე დამთავრდეს. გამოძიების შეწყვეტისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, რადგან ის არ აბარებს სისხლს. მაგრამ მოვა დრო და იტყვიან: აი, არ ჩააბარა სისხლი და საქმე დახურეს. ჩვენ მაქსიმალურ მოთმინებას გამოვიჩენთ წლის ბოლომდე, რის შემდეგაც საქმე დაიხეურება“ - განაცხადა პშონკამ.

ვიქტორ იუშენკო, სავარაუდოდ, 2004 წლის სექტემბერში მოწამლეს, როცა ის უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. მისი მომხრეების განცხადებით, ეს იუშენკოს პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა გააკეთეს. როცა იუშენკომ არჩევნები მოიგო, ის ამტკიცებდა, რომ საწამლავი - დიოქსინი, მის საკვებში, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილის ვლადიმერ საციუკის აგარაკზე, ვახშმის დროს შეურიეს. 2005 წელს, საციუკის წინააღმდეგ, საქმე სამხედრო წოდების უკანონოდ მითვისების გამო აღძრეს, რის შემდეგაც ის რუსეთში გაიქცა და რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. უკრაინაში ხელისუფრლების შეცვლის შემდეგ კი, 2011 წელს, საციუკმა უკრაინაში დაბრუნება შეძლო.

2005 წელს იუშენკომ განაცხადა, რომ სისხლის ანალიზი ავსტრიის კლინიკაში ჩააბარა, რომელმაც მის ორგანიზმში დიოქსინის არსებობა დაადასტურა. თუმცა ეს მონაცემები ოფიციალურად არ გამოცხადებულა. 2011 წელს გენპროკურატურამ განაცხადა, რომ დახურავდა საქმეს, თუკი ექს-პრეზიდენტი სისხლს არ ჩააბარებდა, თუმცა ამ დრომდე სიტუაცია არ შეცვლილა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პედაგოგებისთვის მაკმილანის ტრენინგები დაიწყო1
უკრაინის პროკურატურა იუშენკოს მოწამვლის საქმეს დახურავს2
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?3
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ4
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X