GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს
08:49 04.06.2012
დღის სიახლეები
დღეს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაიმართება. 

ნაფიცი მსაჯულები, დავით რუსიშვილის მიერ, გასული წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალეულობას განიხილავენ და შესაბამის ვერდიქტს გამოუტანენ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული დანაშულისთვის პირობითი მსჯავრის მქონე 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის გიორგი რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რა დროსაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა.

ზურა ტარყაშვილს, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ და დავით რუსიშვილმა ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.   

გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, რისთვისაც დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშვილი ზურაბ ტარყაშვილს იმ დღეს დილიდან უთვალთვალებდნენ.

გამოძიების მასალების მიხედვით, ლაღიძის ქუჩაზე, მის სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიიდან ზურა ტარყაშვილის გამოსვლა, ივერი გოგბერაშვილს ტელეფონით დავით რუსიშვილმა აცნობა, რის შემდეგაც მკვლელები რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულები მივიდნენ და რამდენიმე მიმართულებიდან დაედევნენ მას.

რუსიშვილის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, პირველი ტყვია ტარყაშვილს სწორედ მან ესროლა, ზურა ტარყაშვილი დაეცა, რის შემდეგაც მას ირაკლი აგლაძე მიუახლოვდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. ივერი გოგბერაშვილმა კი ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც მკვლელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

შს სამინისტრომ, რუსიშვილი მკვლელობის მესამე  დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის მიერ, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენება შეცვალა და სწორედ ამიტომ წარსდგება იგი ნაფიც მსაჯულთა წინაშე. 

უკრაინაში დააკავეს მკვლელობის მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი ივერი გოგბერაშვილი. ირაკლი აგლაძე კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. გამოძიება, პარალელურად, მკვლელობის სხვა თანამონაწილეების შესახებაც მუშაობს. უკვე არსებობენ სხვა ეჭვმიტანილებიც, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბათუმში „უმათურმანის“ კონცერტი გაიმართება1
რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გენერალური ინსპექცია შეისწავლის2
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა3
მიხეილ სააკაშვილი: ბოლო დღეები ნამდვილი გმირობის მაგალითია4
დუმის დეპუტატმა რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყება აღიარა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X