მოსკოვის
სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა ფედერალურ ძებნაში მყოფი 36 წლის
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, ლევან „სუხუმსკი“ - ლევან აბულაძე დააკავეს.
ჩხრეკისას
აბულაძეს 10 გრამი ჰეროინი ამოუღეს, რაც დიდ ოდენობას წარმოადგენს და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თუკი მის
მფლობელს გავრცელების მცდელობა დაუდასტურდება.
როგორც პორტალი „პრესტუპნაია როსია“ წერს, ლევან აბულაძე
ადრე სოხუმის ქურდული სამყაროს ოჯახის ლიდერის მერაბ ჯანგველაძის ყველაზე ერთგული
მომხრე იყო. სწორედ ჯანგველაძემ „მონათლა“ ის ე.წ. კანონიერ ქურდად 2006 წელს.
წარსულში
კვალიფიციურ ყაჩაღსა და მძარცველ ლევან აბულაძეს, მას შემდეგ, რაც დამნაშავეთა
ელიტაში შევიდა, არ შეუცვლია საყვარელი პროფილი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ყაჩაღური თავდასხმის გამო, შარშან მასზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს. მას ერთად წაუყენებენ
ბრალს ძარცვისა და ნარკოტიკების გამო - წერს „პრესტუპნაია როსია“.
internet.ge