GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
17 წლის გოგონას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში მიბჯენით ესროლეს
15:05 15.06.2012
დღის სიახლეები

გუშინ ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. 

ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე, წინასწარი დათვალიერების შედეგად ცნობილი ხდება, რომ 17 წლის გოგონას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში მიბჯენით ესროლეს, 21 წლის მამაკაცს კი, რომელიც გარდაიცვალა, ტყვია გულში მოხვდა.

გამოძიების ვერსიით, სულ ნასროლია ორი ტყვია. კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს 2 მასრა, ორივე მოკლულის კუთვნილი „ტეტეს“ ტიპის ცეცხლსასროლი იაღიდან არის ნასროლი. 

ერთ-ერთი ვერსიით, 1991 წელს დაბადებულმა ზურაბ სხირტლაძემ „ტეტეს“ ტიპის იარაღით თავისი 17 წლის შეყვარებული დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.

არსებობს საპირისპირო ვერსია, რომ გოგონამ მოკლა შეყვარებული. თუმცა სამართალდამცავები კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობენ. რომლის თანახმადაც საქმეში მესამე პირი ფიგურირებს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალგაზრდებს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

ზურაბ სხირტლაძის დედა ირწმუნება, რომ გარდაცვლილს თავი ბლაგვი საგნით  აქვს გატეხილი და გულ-მკერდის მიდამოში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ჭრილობა აღენიშნება.

დედის ვარაუდით მის შვილს მკვლელობამდე თავს დაესხნენ.

რაც შეხება გარდაცვლილის მამას, ზაზა სხირტლაძე ამბობს, რომ 17 წლის გოგონა მის შვილს სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა.

მამის ინფორმაციით, ზურაბ სხირტლაძეს დაახლოებით ერთ წლის წინ დაპირისპირება ჰქონდა გოგონას თაყვანისცემელთან.

ამ დრომდე კრიტიკული რჩება 17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.  მას აღენიშნება ჭრილობა თავის ქალის არეში და ტვინის დაზიანება. აქვს ღრმა კომატოზური მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, სადგურის ქუჩაზე, წუხელ 21 წლის ზურაბ სხირტლაძე გარდაიცვალა, 17 წლის გოგონა კი თავის არეში დაჭრილი იპოვეს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქალაქ ლაზიკას პროექტი1
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან2
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს3
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 17 აგვისტოსთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X