GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროკურატურამ ვანო ჩხარტიშვილი ‘’ქართული ოცნების" სასარგებლოდ ამომრჩევლების მოსყიდვაში ამხილა
13:29 28.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პროკურატურამ ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა გამოავლინა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოვლენილ იქნა პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ფონდ „ქომაგის" მიერ დარეგისტრირებული  საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე, ბოლო დღეებში უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადმორიცხვის მრავალი შემთხვევა.

„ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობს პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები. თანხების გადმორიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა  და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე, რომ თითოეული გადმომრიცხავი, თანხას ურიცხავს 5, 10 ან მეტ საქართველოში თანხის მიმღებ, ფონდ „ქომაგში" დარეგისტრირებულ პირს.

გადმომრიცხავი ფიზიკური პირები: ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები არიან ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები, რომელთაც არანაირი  კავშირი საქართველოსთან არ გააჩნიათ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს მოწმის სტატუსით გამოძახებული არიან აღნიშნული თანხების მიმღები პირები. მათი დაკითხვა იწარმოებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათი სურვილის შემთხვევაში დაკითხვის პროცესს დაესწრებიან  ადვოკატები.

ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით თანხების მიმღებთა საბანკო ანგარიშების დაყადაღების  შესახებ.

აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება1
მატვიენკო: ცვლილებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ იყიდება3
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X