GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უკრაინის პროკურატურას ღონღაძის მკვლელობასთან ტიმოშენკოსა და კუჩმას კავშირის მტკიცებულებები აქვს
11:25 05.07.2012
დღის სიახლეები

უკრაინის ექს-პრეზიდენტს, ლეონიდ კუჩმას კვლავ უწევს იმის მტკიცება, რომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობაში დამნაშავე არ არის.
ამის შესახებ გამოცემა „ცენზორ.ნეტ“ კუჩმას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„მედიაში გავრცელდა გენერალური პროკურორის მოადგილის, რ. კუზმინის ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა, მე კავშირში ვარ მკვლელობასთან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ უკრაინელ ხალხს, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს ტრაგედიასთან, რომელიც ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს შეემთხვა“ - აცხადებს კუჩმა და დასძენს, რომ ეს უკვე დაადასტურა სასამართლომაც, რომელმაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ამასთან, კუჩმა აცხადებს, რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, თუმცა ეს არ უნდა გახდეს უსფუძვლო დევნისა და სპეკულაციების მიზეზი.

უკრაინის გენპროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა „კიევ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პროკურატურას აქვს მტკიცებულებები, რომ ექს-პრემიერებს იულია ტიმოშენკოსა და პაველ ლაზარენკოს, ასევე ყოფილ პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას პირდაპირი კავშირი ჰქონდათ მკვლელობებთან.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ საკმარისი მტკიცებულებები მოვაგროვოთ, რომლებიც ბრალის წაყენების საშუალებას მოგვემს“ - განაცხადა კუზმინმა.
მანამდე უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ, შეიძლება, კუჩმას საქმის რეამინირება მოახდინოს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 32 ადამიანი ემსხვერპლა1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
რუსეთი ბირთვული იარაღზე ას მილიარდს დახარჯავს3
სალომე ზურაბიშვილს კულტურის მოღვაწეების მიმართ კითხვები აქვს4
პარლამენტის ხაზინადართა საბჭო შეიქმნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X