GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წევრები დააკავეს
15:25 04.04.2012
დღის სიახლეები

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წევრები დააკავეს.

შსს ინფორმაციით დაკავებულები არიან, რევაზ ამბროლაძე, ლევან ახალკაცი, დავით გვერდწითელი და გელა ოქროპირიძე.

გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2009 წლის 19 ნოემბერს, აღნიშნული ჯგუფის წევრები ნიღბებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და პისტოლეტებით შეიარაღებულები შეიჭრნენ გორში მდებარე ინტერნეტ-კაფეში. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ინტერნეტ-კაფეში მყოფი მოქალაქეები ძირს დააწვინეს, შეუკრეს ხელ-ფეხი, იქ არსებული კომპიუტერებიდან ამოიღეს ძვირადღირებული დეტალები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე, ზემოთ ჩამოთვლილმა ჯგუფის წევრები, 2009 წლის დეკემბერში, ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში, ნიღებებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო თოფით, ხელყუმბარითა და პისტოლეტებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ აბესალომ მახარაშვილის ოჯახს. მის მეუღლეს - ლია მახარაშვილს, შვილებს - გიორგი და სალომე მახარაშვილებს და სიძეს გიორგი ბოკერიას  ე.წ. "სკოჩით" შეუკრეს ხელ-ფეხი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს 3 200 აშშ დოლარი, 1 000  ლარი და 3 ცალი "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 3 ცალი გადაჭრილი სანადირო თოფი და 1 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 30 ცალი საბრძოლო ვაზნით.

დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე, 143-ე და 236-ე  მუხლებით.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ელისაბედ II 86 წელი შეუსრულდა1
აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის დაკრძალვას ბიძინა ივანიშვილიც დასწრო2
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გადადგა - გიორგი კალანდაძეს ვახტანგ კაპანაძე შეცვლის3
ღარიბაშვილი: პოლიცია არა მხოლოდ შენობებით, არამედ საქმიანობის შინაარსითაც გამჭვირვალე უნდა იყოს4
ბაქოში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X