GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შემზარავი ავტოავარია ვიდეო თვალმა გადაიღო (VIDEO)
15:26 11.07.2012
დღის სიახლეები

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ დაეჯახა „ვაზ 2109“-ს საჭესთან მჯდომი მამაკაცი გზაზე მიმავალ ქალბატონს. ავტოსაგზაო შემთხვევა ასტრახანში მოხდა.

მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც ფეხით მოსიარულე გაიტანა. თვითმხილველთა განცხადებით, მძღოლი მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან, დაათვალიერა ავტომობილის დაზიანებული მხარე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაზარალებულისთვის.

ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ორი ქალბატონი დიდხანს ელოდა მანქანების ნაკადის შეჩერებას და როგორც კი ამის საშუალება მიეცათ, გზის გადაკვეთა დაიწყეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სწრაფად მომავალი „09“. იგი რამდენიმე სანტიმეტრით აცდა ერთ ფეხით მოსიარულეს, თუმცა მეორეს, 48 წლის ვიქტორია ერდნიევას მთელი ძალით დაეჯახა.

დაზარალებული საავადმყოფოში მოტეხილობებით, თავის ქალისა და ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს. როგორც სამართალდამცავები იტყობინებიან, 18 წლის მძღოლი, რომელსაც მართვის მოწმობაც არ ჰქონდა, სხვისი მანქანით მოძრაობდა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული „საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის“ მუხლით. ახალგაზრდა კანონდამრღვევს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოში წითელი ჯვრის კვირეული იწყება1
გოცირიძე: დედოლარიზაცია არ არის მთავარი, მთავარია ლარის სტაბილურობა2
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა3
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს4
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X