GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
36 წლის მამაკაცი სამი მცირეწლოვანი შვილისა და მეუღლის განსაცდელში მიტოვებაშია ეჭვმიტანილი
14:47 16.07.2012
დღის სიახლეები

ხანძრის დროს სამი მცირეწლოვანი ბავშვი და დედა დაიღუპა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გადარჩენა მოახერხა ოჯახის უფროსი, 36 წლის ალბერტი იყო. იგი სახლიდან მაშინვე გამოვარდა, როგორც კი კვამლის სუნი იგრძნო და გამვლელებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის გამოძახება სთხოვა. შემთხვევა რუსეთის ერთ-ერთ ოლქში მოხდა.

მამაკაცმა ცეცხლწაკიდებულ სახლში ოჯახის წევრების გადასარჩენად დაბრუნება ვერ გარისკა. მოგვიანებით, ცეცხლმა შესასვლელი გადაკეტა და მთელი სახლი შთანთქა. სახანძრო სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, ალბერტი ალმოდებული სახლის ირგვლივ დადიოდა, მისი მეზობლები კი ორბინიანი კოტეჯის თავიანთი ნაწილიდან ქონების გადარჩენას ცდილობდნენ.

ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურებმა ხანძრის ლოკალიზება 25 წუთში მოახდინეს, მის სრულად ლიკვიდირებას კი 2 საათი დასჭირდა. მეხანძრეებმა დამწვარ სახლში 32 წლის ქალის, 12 წლის გოგონას და 8 და 6 წლის ბიჭების ცხედრები აღმოაჩინეს.

თავად ალბერტმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით სამართალდამცავები მას დაკითხავენ, რათა გაიგონ, რატომ მიატოვა მამაკაცმა ოჯახი ცეცხლწაკიდებულ სახლში. შესაძლოა ოჯახის მეთაურის წინააღმდეგ განსაცდელში მიტოვების მუხლით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"საუკუნის ქურდობაში" ბრალდებულთა საქმის განხილვა განახლდება1
მერაბიშვილი: მირჩევნია ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის მინისტრი, ვიდრე 18 მინისტრის2
54 წლის მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოხტა3
ქსენია სობჩაკს ჩხრეკისას ამოღებულ ფულს ჯერ არ უბრუნებენ4
პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X