GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ზუგდიდელ მანიაკად“ მონათლული მკვლელი შესაძლოა კვიციანი იყოს
17:22 05.04.2012
დღის სიახლეები

ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ჩადენილ სასტიკ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი, 28 წლის თამაზ კვიციანი, შესაძლოა, თავს აფხაზეთის ტერიტორიას აფარებდეს. სავარაუდოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვიციანი მას შემდეგ გადავიდა, რაც ინგირში მისივე მეზობელი, 37 წლის პაპუნა ჩიკვატია მოკლა. ამის შესაბ ინფორმაციას გამოცემა "დრონი.ჯი" ავრცელებს.

"ჩიკვატიას ოჯახის წევრებისა და მეზობლების განცხადებით, კვიციანმა ჩიკვატია ტეში შეიტყუა და იქ ძველი, უმნიშვნელო წყენის გამო გაუსწორდა. ამავე დროს, პირად საუბარში სოფლის მცხოვრებლები არ მალავენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კვიციანი რთული და აგრესიული ხასიათის, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო, ხოლო ჩიკვატიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც მკურნალობდა," - წერს "დრონი.ჯი"

მათივე ინფორმაციით, თამაზ კვიციანის, მეზობლები ამბობენ, რომ კვიციანმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის რამდენიმე წელი დრანდის ციხეში გაატარა, იქიდან გამოსვლის შემდეგ, მეზობლები მას ვეღარც კი სცნობდნენ.

ერთ–ერთი ვერსიით, კვიციანმა ჩიკვატია იქვე, მეზობლად მდებარე ტყეში შეიყვანა და დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დანა 30–ზე მეტჯერაა ჩაცემული, ამავე დროს მიანიშნებენ, რომ ცხედარი სისხლისგან დაცლილი აღმოჩნდა, მკვლელობის ადგილზე კი მხოლოდ სისხლის უმნიშვნელო კვალი იპოვეს. ერთ–ერთმა ოჯახის წევრმა არ გამორიცხა, რომ მკვლელმა მოკლულს სისხლი გამოსწოვა. მოკლულ პაპუნა ჩიკვატიას თვალებიც დანით ჰქონდა დათხრილი.

ყოველივე ეს და იმის გახსენება, რომ დაახლოებით სამი თვის წინ კვიციანმა სოფელში მცხოვრები მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მოკვლა სცადა, საკმარისი საბაბი გახდა იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ზუგდიდში გამოჩენილ მანიაკზე ალაპარაკებულიყო.

სამართალდამცველები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო კულუარებიდან გამოსული ხმების თანახმად, კვიციანმა თავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა: „დრონი.ჯი“–მ შეიტყო, რომ მას გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ნათესავებიც ჰყავს, სადაც ხშირად გადადიოდა და რჩებოდა ხოლმე. თუ დავუშვებთ, რომ ჩიკვატია მან მოკლა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც ამის გამო გადავიდა, სავარაუდოდ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ის კარგა ხანს არ გამოჩნდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ3
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება4
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X