GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
crimerussia.ru: ე.წ. კანონიერმა ქურდმა გიზო სერგიამ მეუღლეს ყელი გამოჭრა და მკერდი მოაჭრა
16:57 31.07.2012
დღის სიახლეები
ყოფილმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა გიზო სერგიამ სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა. მან მოკლა მეუღლე, რომელიც ფაქტობრივად, აკუწა: გამოჭრა ყელი და მოაჭრა მკერდი - იუწყება რუსული მედია.

რუსული წყაროების ცნობითვე, სერგიამ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. ერთ-ერთი ვერსიით, მან ყოფილ ცოლს, ნატო შონიას, საყვარელთან ერთად ლოგინში წაასწრო, მეორე ვერსიით კი, უბრალოდ, ჭორებს აყვა, რომ მეუღლე ღალატობდა.

crimerussia.ru-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის დროს ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ასევე გამოცემა წერს, რომ მოკლული ნატო შონია თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს. თავად დაკავებულმა კი წინასწარი დაკავების იზოლატორში თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა ზედამხედველებმა ეს მცდელობა აღკვეთეს.

crimerussia.ru-ს ინფორმაციით, გისო სერგია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ის ე.წ. კანონიერ ქურდად კაკო კოხიამ, ხუტუ ყალიცავამ, ჩუკიამ, ტუტუ გერგედავამ და ანთიმოზმა 80-იან წლებში „მონათლეს“. სერგია მანამდე სამჯერ იყო ნასამართლევი.

რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ინტერნეტ.ჯი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ სალომე მახარაძეს დაუკავშირდა.

როგორც მან აღნიშნა, სერგიას კავშირი კრიმინალებთან არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ მეუღლის მკვლელობის შემდეგ სერგია ქართველმა სამართალდამცავებმა მისივე შეტყობინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციას ეჭვმიტანილმა დანაშაულის  შესახებ თავად აცნობა. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საია ვაზაგაშვილის, ხუბულოვისა და ფუთურიძის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს1
დავით გამყრელიძე: ოჯახის შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარი უნდა იყოს2
"ნაციონალური მოძრაობა“ "ქართულ ოცნებას" 55-33% უპირატესობით უსწრებს3
მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი გულისყურით ეკიდება ეუთოს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს4
"მემარჯვენეები" ხელისუფლებისგან ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად კონკრეტულ მოქმედებებს მოითხოვენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X