GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძეს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (VIDEO)
18:00 03.08.2012
დღის სიახლეები

ამ წუთებში, ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1988 წელს დაბადებულ ირაკლი აგლაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ირაკლი აგლაძეს 30-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებული აგლაძე მანამდე ნასამართლევი იყო ყაჩაღობისა და შეიარაღებული თავდასხმისთვის და 12-წლიან პირობით სასჯელს იხდიდა.

ირაკლი აგლაძე ამჟამად მიმალვაში იმყოფება, შესაბამისად სასამართლო პროცესი განსასჯელის დაუსწრებლად მიმდინარეობდა.

საქმის მასალების მიხედვით,  2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე პირმა, მათ შორის - 53 წლის ივერი გოგბერაშვილმა, 19 წლის დავით რუსიშვილმა და 23 წლის ირაკლი აგლაძემ ცეცხლი გაუხსნეს 23 წლის ზურა ტარყაშვილს. გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა აღნიშნული ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ზურა ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. საკონტროლო გასროლის შემდეგ დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად  დააკავეს  1992 წ.დ დავით რუსიშვილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი „ჩეზეს" ტიპის პისტოლეტი. რუსიშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარსდგა. სახალხო მსაჯულებმა დამაძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და 21 წელი მიუსაჯეს.

პოლიციამ მოგვიანებით კიევში დააკავა მკვლელობის ორგანიზატორი, დანაშაულის ჩადენის დროს ასევე პირობითი მსჯავრის მქონე, 1960 წელს დაბადებული ივერი გოგბერაშვილიც. ირაკლი აგლაძე კი, როგორც აღვნიშნეთ, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება.

გამორიცხული არაა, რომ აგლაძის, რუსიშვილისა და გოგბერაშვილის მსგავსად, 23 წლის ჩოგბურთელის მკვლელობის ბრალდება კიდევ ერთ პირს  - დავით ჯოხაძეს წაუყენონ.

internet.ge

ოცნების გეგმა: თბილისის მერი - კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი - ღარიბაშვილი, "პენსიაზე" - კვირიკაშვილი
ლევან ყარამანიშვილი: მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე
"პატრიარქმა მთხოვა, არ დამეტოვებინა თანამდებობა, შევხვდი რამდენიმე დღის წინ... ვისაუბრეთ"
ლარი ისევ გაუფასურდა
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
‘’რუსთავი 2": კახა კალაძე მილანში ქართველ კანონიერ ქურდებს შეხვდა1
"ქართული ოცნების" დაკავებული წევრები სასამართლოში გადაიყვანეს2
მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული და უცნაური სახელები გამოქვეყნდა3
ფანჯიკიძე: „ქართულ ოცნებაში“ კახი კალაძის როლი კიდევ უფრო გაიზრდება4
ფოტორეპორტაჟი: ამერიკელი სენატორები რთველში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X