GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მდინარეში დანაწევრებული ქალის სხეული იპოვეს (VIDEO)
12:38 22.08.2012
დღის სიახლეები

ტორონტოს ერთ-ერთ მდინარეში ნაპოვნი ადამიანის კიდურები და თავი, როგორც გაირკვა, 41 წლის ჩინელ გუან ხუა ლიუს ეკუთვნის.

პოლიციამ მდინარეში ჯერ მოკვეთილი ფეხი და თავი, შემდეგ კი სხვა კიდურები და ადამიანის სხეულის ნაწილებიც იპოვა.

„ასოშეითედ პრესის“ ცნობით, გაირკვა, რომ სხეულის ნაწილები ჩინური წარმოშობის მოქალაქეს ეკუთვნის. ის სპა-სალონის მესაკუთრე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიხურა. ქალს სამი ბავშვი დარჩა, რომლებსაც მარტო ზრდიდა.

პოლიციის მონაცემებით, ლიუ უკანასკნელად ცოცხალი 10 აგვისტოს ნახეს. ახლა სამართალდამცველები  არკვევენ, ვის და რატომ უნდა მოეკლა იგი.

ასეთი ფაქტი ბოლო პერიოდში კანადაში პირველი არ არის. ერთი თვის წინ კვებეკის პროვინციაში ერთ-ერთ პარკში მოკვეთილი თავი იპოვეს, რომელიც ჩინელ სტუდენტს ცზიუნ ლინიუს ეკუთვნოდა. ის, პოლიციის ვერსიით, პორნომსახიობმა ლუკოი მაგნოტომ მოკლა, რომელმაც ამის შემდეგ შემდეგ მკვლელობისა და სხეულის დანაწევრების სცენა ინტერნეტშიც დადო.

სტუდენტი, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს მოკლეს. მისი ფეხები და ხელები საფოსტო გზავნილებით პარლამენტსა და ვანკუვერის ორ სკოლაში გაგზავნეს, ტანი კი ნაგვის გროვაში ჩააგდეს. მსხვერპლის თავს პოლიცია კარგა ხანს ეძებდა.

მაგნოტო 4 ივნისს ბერლინში დააკავეს, რის შემდეგაც ის მონრეალში იქნა ექსტრადირებული. მან ჩინელი სტუდენტის მკვლელობა უარყო. ამ საქმის მოსმენა სასამართლოში მომავალი წლის მარტიდან დაიწყება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო1
იზოლატორში ცემის შემდეგ დაკავებული კომაშია2
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს3
არასაყოფაცხოვრებო მოხმარების ტარიფი რამდენიმე თეთრით გაძვირდა4
მცეთელების ნაწილს წყლის გადასახადი გაუძვირდებათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X