GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბრეივიკი შერაცხადად სცნეს და 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
13:47 24.08.2012
დღის სიახლეები

მოსამართლეებმა, გამოძიებისა და ექსპერტიზის მასალების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ ნორვეგიელი ტერორისტი ფსიქიურად სრულიად ჯანმრთელია და შესაბამისად, მას 21-წლიანი სასჯელი გამოუტანეს.

თუ ამ ხნის განმავლობაში ბრეივიკს სასამართლო საზოგადოებისათვის კვლავ საშიშად ჩათვლის, მას პატიმრობის ვადას კიდევ გაუგრძელებენ. ამასთან, ეს ვადა შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს და ბრეივიკი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში დარჩეს.

თავად ტერორისტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იძულებით მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში პატიმრობა და სიკვდილით დასჯაც კი ურჩევნია.

მრავალრიცხოვანი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად თავად ნორვეგიელებს სურთ, რომ ბრეივიკი ციხეში სამუდამოდ დარჩეს. თუმცა ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საზოგადოებას, გარკვეულ ეტაპზე კვლავ მოუწევს თავის რიგებში დააბრუნოს ადამიანი, რომელმაც ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა.

ბრეივიკი სასჯელს ციხე ილში მოიხდის. რამდენადაც ნორვეგიული კანონებით პატიმრის სრულ იზოლაციაში გაჩერება დაუშვებელია, მისთვის, ციხის პერსონალს სპეციალურად გამოყოფენ, რათა ბრეივიკს ჭადრაკი ეთამაშონ და ესაუბრონ. ციხის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ტერორისტთან საკანში სხვა პატიმრის მოთავსება, შესაძლოა, საშიში იყოს, მაგალითად, ის მძევლად აიყვანოს ბრეივიკმა და ა.შ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება1
მატვიენკო: ცვლილებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ იყიდება3
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X