GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცუნტინის რაიონში ბოევიკებსა და ძალოვანებს შორის შეტაკება მოხდა
15:43 30.08.2012
დღის სიახლეები

დაღესტნის ცუნტინის რაიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებსა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა. შედეგად დაჭრილია სამხედრო მოსამსახურე.

შეტაკება ცუნტინის რაიონის სოფელ შაიტლის მახლობლად მოხდა, სადაც ძალოვნები ბოევიკთა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებდნენ.

შეიარაღებული ჯგუფიდან დაჭრილების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაიონს ალყა აქვს შემორტყმული და თავდამსხმელთა ძებნა მიმდინარეობს.

დაღესტანში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რესპუბლიკიდან რეგულარულად მოდის ცნობები ძალოვანებსა და ბოევიკებს შორის შეტაკებების, ტერაქტებისა და მკვლელობების შესახებ. ამ ბრძოლაში მონაწილეობენ ქალებიც. როგორც ცნობილია, სწორედ ეროვნებით რუსმა ქალმა, რომელიც ბოევიკის მეუღლე გახდა და მუსულმანობა მიიღო, მოაწყო ტერაქტი, რომლის შედეგადაც დაღესტნის სულიერი ლიდერი დაიღუპა.

სწორედ ამის შემდეგ რესპუბლიკაში ვითარება ფეთქებადსაშიშია. მოსკოვმა ადგილობრივი შენაერთები ახალი ძალებით გააძლიერა. ამ დროისათვის დაღესტანში ბოევიკთა დევნის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.

სწორედ ამ მოვლენებს მოჰყვა შეიარაღებული დაჯგუფების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლაც, რომელმაც მძევლები აიყვანა.

როგორც თავად დაღესტნურმა წყაროებმა აღიარეს, ეს იყო სწორედ ცუნტინის დაჯგუფება, რომელიც საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განადგურებული და გაუვნებელყოფილია.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თიბილოვს „პრეზიდენტობის დამადასტურებელ მოწმობას“ გადასცემენ1
რუხაძე: საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმება „მაესტროზე“2
მკვლელობა ოზურგეთში3
ევროპაში თოვს4
ოპოზიციური კანდიდატის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X