ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქატიმ სირიაში ლიბიის ელჩს დაავალა დამასკოს ოფიციალური პროტესტით მიმართოს იმის გამო, რომ სამთავრობო ჯარებმა ლიბანის ტერიტორიაზე მიიტანეს შეტევები.
ბეირუთის ცნობით, სირიის არმია უკვე რამდენიმე კივირაა საარტილერიო დარტყმებს ახორციელებს ლიბანის ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებზე, რის შედეგადაც უკვე დაჭრილებიც არიან.
ლიბია ამტკიცებს, რომ გასულ შაბათ-კვირას სირიელებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს ლიბანის ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
როგორც გაზეთი The Daily Star წერს, სირიის არმია უკვე რამდენჯერმე შეიჭრა ლიბანის ტერიტორიაზე და ლიბანელების სახლებში ჩხრეკებიც ჩაატარა.
სირიელები თავს იმით იმართლებენ, რომ სწორედ ლიბანის ტერიტორიიდან გადადიან სირიაში შეიარაღებული ოპოზიციონერები, და იქიდან გადის ასევე იარაღი და საბრძოლო მასალაც. გარდა ამისა, თავად სირიელი მეამბოხეები, რომლებსაც დაჭრილების სირიაში მკურნალობის საშუალება არ აქვთ, სამედიცინო დახმრებისთვის ლიბიის ტერიტორიაზე გადადიან.
როგორც გაზეთი წერს, ლიბანის უკმაყოფილებას სირია არ ითვალისწინებს, რადგან იცის, რომ ამ ქვეყანას საკმაოდ ხისტი არმია ჰყავს.
Internet.ge