GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
15:35 24.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ოფიციალური ვიზიტით, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ურმას რეინსალუს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და სამინისტროს ახალი 3T კონცეფცია გააცნო. მინისტრებს შორის საუბრისას ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე და დიმიტრი შაშკინმა ესტონელ კოლეგას ესტონეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების  საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მომზადება შესთავაზა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები  იყო ასევე საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ქართული კონტინგენტის  ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. პირისპირ შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და ბევრი წლის განმავლობაში საქართველო ესტონეთისგან ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას იღებს. თავის მხრივ, ურმას რეინსალუმ ესტონეთის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვევა და აკადემიის მსმენელებს ლექციას წაუკითხავს თემაზე „ესტონეთის გამოცდილება ნატო-სთან: პარტნიორობიდან ალიანსში გაწევრიანებამდე“.

დაგეგმილია ასევე შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიკოლოზ  ვაშაკიძესთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარიასთან.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება ფიდეს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოულოცა1
ჩიორა თაქთაქიშვილი ნიგვზიანში მომხდარ დაპირისპირებაში მურმან დუმბაძეს ადანაშაულებს2
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ3
პარლამენტის მედია ცენტრები კამერებით აღიჭურვება4
დღეს, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X