GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ექსპერტთა კლუბი: ახალგორში ჯარები ახალი გზით შეჰყავთ
14:38 25.09.2012
დღის სიახლეები

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა მორიგი რეიდი ჩაატარა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

ნურგალიევმა მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან - ლეონიდ თიბილოვთან ერთად დაათვალიერა ცხინვალი-ახალგორის გზის მშენებლობა.

როგორც „ექსპერტთა კლუბი“ აღნიშნავს, რაშიდ ნურგალიევი ახალგორში ჩავიდა მთებში გაჭრილი მშენებარე გზით, როგორც ალტერნატიული და უფრო მოსახერხებელი კომუნიკაციის საშუალებით, რომელიც ამჟამად გადის ე.წ. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

ამასთან, „ექსპერტთა კლუბი“ წერს, რომ ბოლო ხანებში ახალგორის რაიონში - თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში - მოხდა რუსი ოკუპანტების სამხედრო კონტიგენტისა და მძიმე ტექნიკის ოდენობის სერიოზული გაზრდა. ახალგორში ჯარები გადასროლილი იქნა სწორედ ახალი გზით - რომელიც არ ჩანს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

ცნობები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ოკუპაციის ხაზთან ახლოს მობილიზაციაზე დაადასტურეს ევროკავშირის დამკვირვებლებმაც.

ნურგალიევი და თიბილოვი ახალგორის ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც რაიონის ადმინისტრაციასა და მოსახლეობას შეხვდნენ.

რუსმა ჩინოვნიკმა მოინახულა სოფელი წინაგარაც.

სოფელ არცევში კი რუსი მესაზღვრეების სამხედრო ქალაქი დაათვალიერეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ექსპერტთა კლუბი: ახალგორში ჯარები ახალი გზით შეჰყავთ1
რუსული მედია: პოლიციამ მეორე ბესლანი აღკვეთა2
ბიძინა ივანიშვილი „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრება3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (2-8 ივლისი)4
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X