GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უმცროს მეთაურთა ლიდერის კურსი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა
14:42 27.09.2012
დღის სიახლეები

უმცროს მეთაურთა ლიდერის კურსი დღეს დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფის ოფიცრებმა და სერჟანტებმა სასწავლო კურსი ბრიტანელი და ჩეხი სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით გაიარეს. სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების დახვეწა წარმოადგენდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ოთხ ფაზად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ქართველმა ოფიცრებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო. ქართველ ოფიცრებს კურსის ფარგლებში სხვადასხვა ამოცანის შესრულება მოუხდათ, როგორიცაა საპატრულო ოპერაციები,  ამოცანები სახმელეთო ნავიგაციაში და სხვა ტაქტიკური დავალებები.

კურსის განმავლობაში შესწავლილი ცოდნის დემონსტრირება ქართველმა სამხედროებმა დღეს კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე მოახდინეს. საჩვენებელი სწავლება სენაკში მდებარე სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ქართველ ოფიცრებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახეთში ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს1
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრო ენერგია გაეთიშება2
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს3
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა4
გადაცემის სტუმარმა პირდაპირ ეთერში გაიხადა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X