GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოვი საქართველოდან მოსალოდნელ „სამხედრო ავანტიურაზე“ საუბრობს
12:28 16.04.2012
დღის სიახლეები

მოსკოვში საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ „სამხედრო ავანტიურაზე“ საუბრობენ. ამის მიზეზი კი საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმაა.

„ღია ცის“ შეთანხმების შეწყვეტით საქართველომ „საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების არაკეთილსინდისიერი პოლიტიზირების“ დემონსტრირება მოახდინა, ასევე დაარღვია რუსეთის უფლებები - განაცხადა რუსეთის საგრეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

ლუკაშევიჩის თქმით, „თბილისში შესანიშნავად ესმით, რომ აღიარა რა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის ფედერაცია იყენებს მათ მიმართ ღია ცის შეთანხმებას, რომელიც კრძალავს ინსპექციურ ფრენებს შეთანხმების არაწევრი სახელმწიფოების სიახლოვეს - მათი ტერიტორიებიდან 10 კილომეტრში.“

ლუკაშევიჩი იმაზე წუხს, რომ „ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში ცდილობს მიიღოს შესაძლებლობა, შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ისნპექციური ფრენების მარშრუტები რუსეთის ტერიტორიაზე - სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ. ამ გეგმის მიზანია - დაფიქსირდეს საქართველოს მისწრაფება ამ რესპუბლიკებზე, რომლებიც საბოლოოდ გამოეყვნენ მას სააკაშვილის 2008 წლის ავანტიურის შემდეგ“ - ამბობს ლუკაშევიჩი.

მოსკოვი ამ საკითხს საგანგაშოს ხდის „საქართველოში კვლავ მიმდინარე შეიარაღების გამო“. „ამ ფონზე კი არ შეიძლება არ დაისვას კითხვა, რა არის რეალური მიზეზი, რომელმაც აიძულა ხელისუფლება, შეეზღუდა სამხედრო სფეროში ტრანსპარენტულობა“ - აინტერესებს რუსეთის საგარეო უწყებას და თბილისის გადაწყვეტილებას  „ახალი სამხედრო ავანტიურის პროლოგს“ უწოდებს.

შეგახსენებთ, 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ შეწყვიტა  „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რამდენადაც რუსეთი „ღია ცის“ ხელშეკრულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ ლეგალიზაციისთვის იყენებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ალასანია სამხედრო ომბუდსმენის ინსტისტუტის შექმნას გეგმავს1
მერიის სარეზერვო ფონდისთვის 3 მილიონი გამოიყო2
კახი კალაძე: დარჩეს იგივე პირობები, რაც არსებობს.3
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?4
ფოთში ძარცვის ფაქტები გახშირდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X