GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
21:54 06.11.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.

ოფიცრის უმაღლესი სამხედრო საკარიერო სასწავლებლის 28 კურსდამთავრებულის წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე. კურსის წარმატებით გავლის სერთიფიკატები სამხედრო მოსამსახურეებს ასევე გადასცეს აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორატის დირექტორის მოადგილემ კონტრადმირალმა მარკ მონტგომერიმ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა გიორგი კალანდაძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა გიორგი ქველაძემ. საზეიმო ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც დაესწრო.

სამეთაურო-საშტაბო სკოლის ათთვიანი კურსი მოსამზადებელი, საბრძოლო, სწავლების დაგეგმვისა და საბრძოლო მომზადების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ომებისა და სამხედრო ხელოვნების მოდულებისაგან შედგებოდა. სამხედრო მოსამსახურეები სრული სპექტრის ოპერაციების განსახორციელებლად საერთო საჯარისო, გაერთიანებული, უწყებათაშორისი, მრავალეროვნულ და არაკონვენციურ ოპერატიულ გარემოში ბატალიონის, ბრიგადის და ოპერატიული დაჯგუფების ლიდერის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ეტაპებს. 

სამეთაურო-საშტაბო სკოლა 2009 წელს შეიქმნა. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო საკარიერო სასწავლებლის კურსის გავლა შეიარაღებული ძალების უფროსი ოფიცრების შემდგომი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელია. 

Internet.ge

ლევან ყარამანიშვილი: მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე
"პატრიარქმა მთხოვა, არ დამეტოვებინა თანამდებობა, შევხვდი რამდენიმე დღის წინ... ვისაუბრეთ"
ლარი ისევ გაუფასურდა
არეშიძე: თუ ისლამური სახელმწიფო ტერაქტებს განახორციელებს საქართველოში, პირველ დარტყმებს კოალიციური ძალების საელჩოები მიიღებენ
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საია „ქართული ოცნების“ წევრების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ითხოვს1
ბათუმში ლუდის ფესტივალი ჩატარდება2
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე3
ფოტორეპორტაჟი „აკვა-ლაზიკადან“4
ფოტორეპორტაჟი: თბილისის იუსტიციის სახლი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X