GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რეზერვი ორ კატეგორიად გაიყოფა
14:15 27.04.2012
დღის სიახლეები

თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტის მიხედვით, თავდაცვის რეზერვი ორ კატეგორიად გაიყოფა.

კონცეფციის განხილვა დღეს, პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის რეზერვის ერთი კატეგორია სახმელეთო ჯარების რეზერვია და მისი ძირითადი ამოცანაა – საომარი მოქმედებების დროს, შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, საგანგებო სიტუაციების დროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარება. ასევე, სახმელეთო ჯარების რეზერვი კომპლექტდება სავალდებულო ან/და ნებაყოფლობითი გაწვევის პრინციპით.

პროექტით, მეორე კატეგორია ტერიტორიული თავდაცვის რეზერვია, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ძირითადად სამოქალაქო თავდაცვისა და ზურგის ოპერაციებზე იქნება პასუხისმგებელი.

ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ჯარების რეზერვს დაეხმარება და მის ფუნქციებში შედის – თავდაცვის ძალების გეგმებისა და მითითებების მიხედვით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონის ავტონომიურად დაცვა, რომელიც მათი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად დგინდება, ასევე, კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში, ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დახმარებას გაუწევს.

პროექტის თანახმად, ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, ნებაყოფლობითობის საფუძველზე კომპლექტდება.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ყველაზე ძვირადღირებულ ყავას სპილოს ფეკალიებისგან იღებენ1
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი განცხადებას ავრცელებს2
ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება3
თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინსმა“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო4
რუსეთში ბრილიანტის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X