GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსული საბრძოლო გემები სირიისკენ წასასვლელად ემზადებიან
12:10 16.06.2012
დღის სიახლეები

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე საბრძოლო ხომალდი უკვე მზადყოფნაშია, რათა საჭიროების შემთხვევაში სირიისკენ დაიძრას. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ოფიციალურად განაცხადეს.

„იმასთან დაკავშირებით, რომ ხმელთაშუა ზღვა ჩვენი შავი ზღვის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაშია, სრულიად რეალურია, რომ საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო ხომალდები იქ, ტარტუსში მდებარე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტის უსაფრთხოების დასაცავად წავლენ,“ - განაცხადეს გენშტაბში.

სრულ მზადყოფნაშია და ზღვაში გასვლის ბრძანებას ელოდება რამდენიმე გემი, მათ შორის, დიდი სადესანტო ხომალდები, რომელთა ბორტებზეც საზღვაო ქვეითთა დანაყოფებია განთავსებული.

თუმცა გენშტაბმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტარტუსისკენ უკვე გაემართა რუსეთის ერთი სამხედრო გემი.

„ჩვენი გემები სევასტოპოლის ბაზაზე იმყოფებიან, დიდი სადესანტო ხომალდის „ცეზარ კუნიკოვის“ გამოკლებით. მაგრამ ის მოდის არა შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში, არამედ პირიქით, ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. ის მოდის იტალიური მესინას პორტიდან და დღეს უკვე სევასტოპოლში იქნება,“ - განაცხადეს გენშაბში და დასძინეს, რომ ამერიკელებს ან დაზვერვა უმუშავებთ ცუდად ან ისინი სკოლაში გეოგრაფიას არ სწავლობდნენ.

სირიის პორტ ტარტუსის დასაცავად იქ რუსული გემების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია NBC-მ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, ტარტუსში განთავსებულია რუსეთის ერთადერთი საზღვარგარეთული სამხედრო ბაზა. არ იგულისხმება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ეს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების პუნქტია, სადაც საბრძოლო ხომალდების ბაზირებაა შესაძლებელი ხმელთაშუა ზღვაში ამოცანების შესასრულებლად - წერს „ვესტი რუ“.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას პატრიარქის ეპისტოლეზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს2
წიკლაური: როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს ქვეყანა ვანდოთ?3
თაქთაქიშვილი: ივანიშვილის მოთხოვნები გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა4
პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X