GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის გენშტაბი სირიაში სადესანტო გემებისა და საზღვაო ქვეითების გაგზავნას ადასტურებს
09:58 19.06.2012
დღის სიახლეები

დიდი სადესანტო გემების შემადგენლობა, მათ შორის, გემები „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ და „ცეზარ კუზნეცოვი“ ამთავრებს მზადების პროცესს, რათა ხმელთაშუა ზღვაში გავიდეს და სირიის პორტ ტარტუსში, სადაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზაა განთავსებული, სპეციალური ამოცანები შეასრულოს. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ შტაბზე დაყრდნობით სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.

გემების ტარტუსში გამგზავრების მთავარ ამოცანად სირიაში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და თავად ტარტუსის პორტში თავისი ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ გემებმა, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია უნდა მოახდინონ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკული მხარე იუწყებოდა, რომ „სირიის მიმართულებით დაძრულია რუსეთის სადესანტო გემი „ნიკოლაი ფილჩენკოვი“, რომელსაც იარაღთან ერთად სირიაში საზღვაო ქვეითთა დანაყოფიც მიჰყავს“. აშშ-ის ცნობით, „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ დიდი გემია, რომელიც 1700 ტონა ტვირთსა და 300 სამხედრო მოსამსახურეს იტევს.

მაშინ მოსკოვი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფდა. თუმცა ამჯერად თავადვე დაადასტურა, რომ არა ერთი, არამედ ორი სადესანტო გემი გაემგზავრება სირიაში, რომელთა ბორტებზეც საზღვაო ქვეითები არიან განთავსებულნი.

Internet.ge



აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით ბაქრაძე ფოკის მონასტერში წირვას დაესწრო1
ბრეივიკს ციხეში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს მოუწყობენ2
თბილისში კიდევ ერთი საჰაერო ტრანსპორტი იმოძრავებს3
Sony და Panasonic OLED ტელევიზორებს ქმნიან4
ბერა ივანიშვილი ახალ ტელეარხს აანონსებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X