GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თურქეთი: სირიასთან ომს არ ვაპირებთ
10:57 26.06.2012
დღის სიახლეები

თურქეთი არ აპირებს ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო სირიას ომი გამოუცხადოს, მაგრამ აპირებს მოითხოვოს ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენტ არინჩმა.

„ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც სამხედრო ვნებებს აღვივებს. ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ. ჩვენ სერიოზული სახელმწიფო ვართ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ამასთან, ამას ეტაპობრივად ვაპირებთ“ - განაცხადა არინჩმა მთავრობის სხდომაზე, რომელზეც სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საპასუხო ზომებს განიხილავდნენ.

ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ანკარა ბოდიშსა და კომპენსაციას მოითხოვს. მან „სხვა ზომების გამოყენებაც“ არ გამორიცხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ზომებს გულისხმობდა.

როგორც ცნობილია, თურქეთის სადაზვერვო თვითმფრინავი RF-4E, რომელიც 22 ივნისს ავიაბაზა „ერხაჩიდან“ აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა, ცოტა ხანში კი სირიამ განაცხადა, რომ თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რადგან მან სირიის საჰაერო სივრცე დაარღვია.

თურქეთი ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იქნა ჩამოგდებული და სირიის ტერიტორიულ წყლებში მისი ნაწილები ჩაცვივდა. ანკარას განცხადებით, თვითმფრინავი „სატესტო და სასწავლო ფრენას ახორციელებდა - ნაციონალური რადარის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და მისი ქმედება არ იყო მიმართული სირიის წინააღმდეგ“.

თურქმა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ ყოფილა იარაღი; მისი აფრენის შესახებ სირიაც ადრევე იყო გაფრთხილებული, ამასთან,  სირიულმა მხარემ არ გააფრთხილა თვითმფრინავის ეკიპაჟი, თუ რას აპირებდა, რასაც საერთაშორისო კანონმდებლობა მოითხოვს.

დღეს თურქულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინცინდენტს ნატო განიხილავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა იწყება1
პროკურატურის სტრუქტურული ცვლილება იგეგმება2
პატრიარქის გადაწყვეტილებით საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება3
„ნაციონალური მოძრაობა“ საპროგრამო დოკუმენტს „ხელშეკრულება საქართველოსთან“ ყველა ოჯახს გააცნობს4
მიშელ ობამა: „ბარაკმა იცის ამერიკული ოცნება“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X