GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აზერბაიჯანი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს
12:47 26.06.2012
დღის სიახლეები

აზერბაიჯანი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში 1998 წლიდან, აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოველწლიურად აღინიშნება.

დღესდღეობით აზერბაიჯანის არმია 120 ათას სამხედროს ითვლის.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღესასწაულის წინ, სპეცდანიშნულების ჯარების მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა... ეს დარღვევები თანდათან ფართო ხასიათს იძენს. ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, ჩვენც ვხედავთ, რომ თუკი არ იქნები ძლიერი, შენი უფლებები შეილახება“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს.

„ამ დროისთვის ეს ხარჯები 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს... ხარჯები არმიაზე კვლავაც გაიზრდება... საზღვარგარეთიდან შემოდის იარაღის, ტექნიკის, საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა. შემოდის საბრძოლო თვითმფრინავები, საარტილერიო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარები“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, სამხედრო ძალების გაძლიერება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობს:
„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი არმია, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებებზე. ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამოქალაქო რეესტრი ყველაზე გავრცელებული გვარების რეიტინგს აქვეყნებს1
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს2
სატურნი რეკორდულ ტემპერატურამდე გავარვარდა (VIDEO)3
მოსკოვში ორმა ქალბატონმა ტროლეიბუსი გაიტაცა4
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X