GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია ექნება
17:08 13.07.2012
დღის სიახლეები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია და ქართული ჯარის ახალი სლოგანი აქვს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ" - ეს ფრაზა ქართული ჯარის ახალი დევიზი ხდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალ კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ახალი კონცეფცია საბოლოო სახეს დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს და ის საზოგადოებისთვის  ცნობილი ამ დროისთვის გახდება.

კონცეფცია აგებული იქნება ე. წ. 3T-ს პრინციპზე, რომელთაგან პირველი პრინციპია ტოტალური ზრუნვა – Total Care, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე ზრუნვას, ასევე სამხედროებისთვის სხვადასხვა სოციალური ბენეფიტების შეთავაზებას. 

წარმოდგენილი კონცეფციის მეორე პრინციპია ტოტალური ტრენინგი – Total Training – ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სახელმწიფოს  კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავდეს. ამ მიმართულებით ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები კიდევ უფრო გაძლიერდება.

თავდაცვის ახალი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ძლიერი, კარგად მომზადებული ჯარი იყოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიძლიერის გარანტია. 

კონცეფციის მესამე პრინციპია ტოტალური თავდაცვა – Total Defence, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.

რაც შეეხება ქართული ჯარის ახალ დევიზს – "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ", – ამ დევიზის ირგვლივ მოხდება ქართული ჯარის სულისკვეთების გაერთიანება. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 1-ელი აგვისტოსთვის1
მედია წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა2
ბათუმში ქალბატონს მატარებელი დაეჯახა3
ცხინვალში კრემლის „რეიდი“ დაიწყო4
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X