GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თურქეთმა სირიის საზღვართან რაკეტები განათავსა
10:30 23.07.2012
დღის სიახლეები

თურქეთმა „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები სირიის საზღვართან გადაისროლა, სადაც გუშინ ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიაზე“ დაყრდნობით იუწყება.

რაკეტების რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა კადრებზე, რომელიც თურქეთის ტელეარხმა NTV უჩვენა, ჩანს 5 ვაგონი, რომლებიც სარაკეტო კომპლექსებით სავსე ავტომანქანებითაა დატვირთული. მატარებელი რაკეტებით თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ მარდინში ჩავიდა.

მეამბოხეებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს სირია-ერაყის საზღვარზე, გუშინ, „როიტერის“ ცნობით, სირია-თურქეთის საზღვრის მონაკვეთიც დაიმორჩილეს, როცა სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიქვემდებარეს. მათგან უკანასკნელი, - ბაბ ალ-სალამი, სამთავრობო ჯარებმა კვირას დილით ჩააბარეს. „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამ პუნქტების დამორჩილებას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ფსიქოლოგიური დატვირთვა გააჩნია.

საზღვრებზე შექმნილი მდგომარეობა სირიის მთავრობამ იმით ახსნა, რომ მისი მთელი ძალები დამასკოს დაცვაზეა კონცენტრირებული.

ირანის ინგლისურენოვანი ტელეკომპანია „პრეს-ტვ“ კი ადასტურებს, რომ თურქეთმა რაკეტები სირიასთან საზღვარზე უკვე განათავსა.

იმადროულად, ისრაელის დაზვერვა არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ასადი დამასკოდან საპორტო ქალაქ ლატაკიაში გადავიდა, მეუღლე კი რუსეთში გაგზავნა.

„ცახალის“ ინფორმაციით, ასადი და მისი ოჯახის წევრებიც ჯერჯერობით დამასკოში იმყოფებიან. გუშინ ასადი ტელევიზიითაც გამოჩნდა და  დავალებები მისცა თავდაცვის ახალ მინისტრს. მან ტერორისტების განადგურების ბრძანება კიდევ ერთხელ გასცა. 

„ევრონიუსის“ ცნობით, სირიელ მეამბოხეთა მხარეს ჩეჩნებიც იბრძვიან.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა1
ცხინვალი თბილისს ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ მოუწოდებს2
პატიმრების წამებაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ3
"ქართული ოცნების" აქტივისტები ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ (VIDEO)4
იესოს გამოსახულებიანი ფრესკა სათვალეების რეკლამაში გამოიყენეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X