GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დაღესტანში, საქართველოს საზღვართან რუსები ჰოსპიტალს აწყობენ
11:27 29.08.2012
დღის სიახლეები

უახლოეს მომავალში საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიები, შესაძლოა, მასშტაბური სამხედრო ღონისძიებების ადგილად იქცეს. შესაძლოა, ეს  არის მზადება საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი შეჭრისათვის. ამის შესახებ ჩეჩნური გამოცემა "ჩეჩენნიუსი" აქვეყნებს სტატიას, რომელიც, ამასთანავე, არც იმას გამორიცხავს, რომ ეს, რუსული ჯარების მხრიდან დაღესტანში სადამსჯელო ოპერაციებისთვის მზადება იყოს.

თუმცა საიტის ცნობით, ძნელი სათქმელია, რატომაა შერჩეული მაინცდამაინც საქართველოსთან მოსაზღვრე ცუნტინსკის რაიონი, რომელიც იმავდროულად, უახლოესი ტერიტორიაა სომხეთთან.

საიტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს გზა საქართველოზე გავლით სომხეთთან დასაკავშირებლად იყოს გამოყენებული.

ამასთან, "ჩეჩენნიუსის" ცნობით, ოპერატიული სამზადისი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 20 აგვისტოს დაიწყო, როცა ადგილზე ჩავიდა წარმომადგენლობითი რუსული დელეგაცია ფსბ-ს სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ სტრეხას ხელმძღვანელობით.

გამოცემა შენიშნავს, რომ საქართველოს საზღვართან ახალი რუსული მობილური სამხედრო ბაზაა განთავსებული, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, რომ აპირებენ კატასტროფის მედიცინის ჰოსპიტალის მოწყობასაც, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში 300-მდე დაჭრილის მიღება შეუძლია. ჰოსპიტალს უკვე ჰყავს მანქანა კოსმოსური კავშირით.

მოსახლეობა ამბობს, რომ ჰოსპიტალს აწყობენ იმისთვის, რაც უნდა მოხდეს ცუმადინსკის და ტლიარატინსკის რაიონებსა და ბეჟტინსკის მონაკვეთებზე. ყველა ეს რაიონი საქართველოს ესაზღვრება – წერს საიტი.

იმავდროულად, დაღესტანში ჩატარდა სამხედრო სწავლება "კავკაზ 2012"-ის მოსამზადებელი თათბირი, სადაც შესაძლოა, მხოლოდ ამ სწავლებაზე არ იყო საუბარი - ეჭვობს ჩეჩნური გამოცემა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს პატრიარქს ამ დროისთვის ოპერაცია არ ესაჭიროება1
ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრებმა პირი ამოიკერეს2
პარლამენტის თავმჯდომარის პრესასთან ურთიერთობის საკითხებს ნათია ახალაია მოაგვარებს3
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკიდან შესაძლოა წელიწადნახევარში წავიდე4
დავით უსუფაშვილი: კონსტიტუცია ძალიან ბევრჯერ იქნა შეურაცხყოფილი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X