GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იგორ კოკოშკოვი: „ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა“
10:45 03.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს უახლოვდება - იგორ კოკოშკოვის გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი სლოვენიისკენ რუმინულ ქალაქ სიბიუში გადადგა, სადაც შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში რუმინეთის ნაკრები გაანადგურა 91:74. 

მატჩი უსიამოვნო სიურპრიზით დაიწყო - ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენი გუნდის ლიდერსა და კაპიტანს ზაზა ფაჩულიას, რომლის მოედანზე არგამოსვლა ბოლო მომენტში გადაწყდა. ეს უდიდესი დანაკლისი იყო ნაკრებისათვის, მაგრამ მოთამაშეებმა მობილიზება მოახერხეს და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. 

ფაჩულიას არყოფნაში გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ აიღო, რომელმაც გუნდს 23 ქულა და 10 მოხსნა მოუტანა. ასევე შედეგიანები იყვნენ: მანუჩარ მარკოიშვილი და ჯეიკობ პულენი. 

ახლა ქართველებს გადამწყვეტი ბრძოლა 5 სექტემბერს ელით თბილისის სპორტის სასახლეში ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებთან.

იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):  „ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენთვის. ჩვენ არცერთ მომენტში არ დაგვიწყებია ის, რომ რუმინეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია ნიჭიერი მოთამაშეებით. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ბოლომდე გვჯეროდა მოგების - მთელი 40 წუთი მაქსიმუმი გავიღეთ ასეთი შედეგის მისაღწევად. მატჩის ბედი მე-4 მეოთხედის ბოლოს გადავწყვიტეთ.“

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრების ფორვარდი):  „ჰოლანდიასთან მარცხის შემდეგ უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. ვცდილობდით, რომ კარგად გვეთამაშა დაცვაში. რუმინეთი კარგი ოპონენტი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო წუთებამდე იბრძოლა. ახლა სამი თამაში დაგვრჩა შესარჩევ ეტაპზე და ვიმედოვნებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შევძლებთ. უახლოესი მატჩი ბოსნიასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. სიბიუ „ტრანსილვანია“ (1500)

რუმინეთი - საქართველო 74:91 (21-24, 18-23, 20-22, 15-22)

საქართველო: შენგელია (23 ქულა- 10 მოხსნა), მარკოიშვილი (17), პულენი (16), სანიკიძე (13-6), ცინცაძე (12-8 ასისტი), შერმადინი (6-5),  მეტრეველი (4-2).

ბოსნია ჰერცეგოვინა - ჰოლანდია 99:83

1.ბოსნია 6 4/2 536-511 10
2.საქართველო 5 4/1 434-400 9
3.ლატვია 5 3/2 414/353 8
4.ჰოლანდია 6 2/4 497/543 8
5.რუმინეთი 6 1/5 434-508 7

5 სექტემბერი

საქართველო - ბოსნია ჰერცეგოვინა
ჰოლანდია - ლატვია

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას პატრიარქის ეპისტოლეზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს2
წიკლაური: როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს ქვეყანა ვანდოთ?3
თაქთაქიშვილი: ივანიშვილის მოთხოვნები გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა4
პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X