საქართველოს ნაკრების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს
საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-5 ტურის ხვალინდელ ორთაბრძოლაში ქართველთა “მონპელიეს”
წინააღმდეგ. “ბორჯღალოსანთა” 25 წლის მორკინალმა გასულ ტურში ტრავმა მიიღო და
ამჟამად აღდგენით კურსს გადის.
შეგახსენებთ, რომ “მონპელიეს” შემადგენლობაში 3 ქართველი მორაგბე თამაშობს:
მამუკა გორგოძე, გიორგი ჟღენტი და მიხეილ ნარიაშვილი. სწორედ “მონპელიე”-“ტულონის”
დაპირისპირებაა მე-5 ტურის მთავარი ამბავი, რომელიც ხვალ ამ მატჩით გაიხსნება
თბილისის დროით 22.45 საათზე.
Internet.ge