GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართველი ძალოსანი რაულ ცირეკიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
13:39 14.04.2012
დღის სიახლეები

ქართველი ძალოსანი რაულ ცირეკიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.  ძალოსანი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი სპორტსმენი გახლდათ, რომელმაც ატაცსა და აკვრაში ექვსივე ცდა გამოიყენა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ცირეკიძემ პირველ მოძრაობაში 160, 163 და 165 კგ. დასძლია და მხოლოდ თურქ ფატიჰ ბაიდარს ჩამორჩა, რომელმაც 166-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. რაულმა მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა აკვრაშიც, სადაც თანმიმდევრულად 193, 196 და 200-კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა. ამ მოძრაობაში ქართველზე კილოგრამით მეტი გერმანელმა ტომ შვარცბახმა ასწია.

ცირეკიძემ ჯამში 365 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალიც სამართლიანად დაიმსახურა, მეორე ბაიდარი (359 კგ.) გახლდათ, ბრინჯაო კი რუმინელ გაბრიელ სინკრაიანს ერგო, რომელიც თურქ ძალოსანს მხოლოდ პირადი წონით ჩამორჩა.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გიორგი ასანიძემაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ასანიძეს 2001 წელს მსოფლიო, ხოლო 2002-ში ევროპა სწორედ ანტალიაში აქვს მოგებული.

ამასთან,  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ლამის უკვე ათია წელია ახალი ეროვნული ჰიმნი აქვს, თურქებმა მაინც ძველი "დიდება" დაუკრეს, თუმცა, ქართველი ჩემპიონისთვის ალალი ემოციების გამოხატვაში ხელი ამასაც არ შეუშლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს ავთანდილ გახოკიძესა და ალეკო ნოზაძეს ანტალიაში კიდევ ორი ძალოსანი ჰყავთ წაყვანილი. 14 აპრილს საქმეში ალუდა მანაგაძეს (105 კგ.) ვიხილავთ, 15-ში კი ფიცარნაგზე ირაკლი თურმანიძე (+105 კგ.) გავა.

ცნობისთვის, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი ამჯერად ევროპირველობას არ ესწრება და გუნდის ლიდერის, გია მაჭავარიანის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაზეა გადართული. ეს უკანასკნელი ლონდონისთვის ინდივიდუალური გეგმით ვარჯიშობს და მწვრთნელებმა ტრავმის რისკისგან თავის ასარიდებლად, ამ ეტაპზე, მისი გადატვირთვისგან თავი შეიკავეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვაზისუბანში სუპერმარკეტი „სმარტი“ გაიხსნება1
ლისის ტბაზე განახლებული სანაპირო გაიხსნა2
ანდრია ურუშაძემ დიდ დიღომში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაათვალიერა3
დღეს, საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართება4
მართვის მოწმობები იცვლება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X