GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ განაცხადი შეიტანა
14:09 15.05.2012
დღის სიახლეები

საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის  ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ განაცხადი შეიტანა.

თავდაპირველად, აღნიშნული განაცხადის შეტანას საქართველო აზერბაიჯანთან ერთად აპირებდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განმარტებით,  გადაწყვეტილების შეცვლა შემდეგმა ვითარებამ განაპირობა:

„გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ აზერბაიჯანს შეტანილი აქვს განაცხადი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და დაგეგმილია ძალზე სერიოზული კამპანია ოლიმპიური თამაშების უფლების მოპოვებაზე, საერთო შეთანხმებით  გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებისათვის, საქართველოს მხარე კი, აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლად „უეფაში" შეიტანს განაცხადს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე და მაქსიმალურად იბრძოლებს ამ უფლების მოსაპოვებლად.“

განცხადება ამის შესახებ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინსტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ გააკეთეს.

ლადო ვარძელაშვილის თქმით, განხორციელდება არაერთი მსხვილი პროექტი ქვეყნის მასშტაბით არსებული ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაციისა და ზოგადად საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად უმაღლეს დონეზე მოწყობის მიზნით.

„სახელმწიფოს დახმარებით აშენდება ახალი ულტრათანამედროვე სტადიონი ბათუმში, ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვა რეგიონებსა და თბილისში მდებარე ყველა ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურა, მათ შორის  ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, გორის, რუსთავის, ასევე თბილისში მდებარე ცენტრალური სტადიონები,“ - განაცხადა მინისტრმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნინო ქათმაძე და Zaz რუსულ მუსიკალურ ფესტივალზე იმღერებენ1
თაქთაქიშვილი: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოლქო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახორციელებენ2
სასამართლოში ივანიშვილის მიერ მორიგი სამართალდარღვევის ოქმის განხილვა მიმდინარეობს3
ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული და სერიოზული ვეტერანებისთვის არაფერი გამიკეთებია4
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X