გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ლევან
კობიაშვილს სასჯელი გაუნახევრა. აქედან გამომდინარე, ნაცვლად 2013 წლის მაისისა,
კობიაშვილს თამაში 2012 წლის ბოლომდე აეკრძალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ლევან
კობიაშვილის კომენტარს გერმანული პრესა ავრცელებს.
„იანვრიდან ისევ ვითამაშებ. ძალიან მიხარია, რომ სასჯელის მაქსიმალური
ზომა თავიდან ავირიდე. ამ საკითხზე ჩემი ოჯახი ძალიან ღელავდა. მიხარია, რომ
პროცესი დასრულდა და ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული. დიდი მადლობა „ჰერტას“
დახმარებისათვის“ - განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევანს ბრალად გერმანელი არბიტრის, ვოლფგანგ
შტარკისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედება.
internet.ge