ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთი-ინგლისის გუშინდელი მატჩის წინ, ინგლისის
ნაკრების ფანატები შეძახილებით: “ჩვენ რუსული მაფია ვართ!” თავს დაესხნენ ბრიტანელ
პოლოციელს დევიდ ჰეისმენს და სასტიკად სცემეს.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი დონეცკში “დონბას არენასკენ”
მიემართებოდა, როდესაც მას ზურგიდან შეუტია ფანების ჯგუფმა. თუმცა თავად პოლიციელი
ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ არა ინგლისელი გულშემატკივრები, არამედ მათ ფორმაში
გამოწყობილი სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
Internet.ge