Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფეხბურთში C ლიცენზიის მწვრთნელთა განათლების კურსები სრულდება
13:57 24.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ფეხბურთში C კატეგორიის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა სრულდება, რომელსაც ესპანელი სპეციალისტები უძღვებიან.

პროგრამის ფარგლებში, ჯამში 11 ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 34 ქართველი მწვრთნელისათვის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები 7 მაისიდან მიმდინარეობდა. გადამზადება C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს ხელს შეუწყობს უეფას B ლიცენზიის მისაღებად საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის შეძენაში.

მეცადინეობების სრული კურსის გავლის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტებმა - ფერნანდო გომეს კოლომერმა, ხაბიერ რუბიომ და ხოსე კასინიასმა 24 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილეები  - დავით კასრაძე და დავით ნამგალაური, და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.

"სწავლების პროცესმა კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ჩვენს ესპანელ მეგობრებს, რომელთაც ქართველი მწვრთნელები იმავე პროგრამით გაატარეს, რომლითაც ესპანეთში ხელმძღვანელობენ. ეს იყო ექსპერიმენტის დონეზე და კარგი სარგებელი ვნახეთ; ქართველმა მწვრთნელებმა ბევრი ისწავლეს და კვალიფიკაცია აიმაღლეს. C კატეგორიის ლიცენზირების პროცესი სექტემბერში გაიმართება და იქ გამოჩნდება, რამდენად კარგად გავიარეთ ეს პროცესი," - განაცხადა ვარძელაშვილმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ბურჯის" საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე აუქციონი დღეს დასრულდება1
გოგა ხაჩიძე: ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობს გამო გაჩნდა2
სამი წლის გოგონას მკვლელობისათვის ორი ადამიანი დააკავეს3
თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა4
მიხეილ სააკაშვილი: ყოველი დღე ბავშვების უნდა იყოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X