GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
12:47 27.07.2012
“დილას” მეტოქე ევროპის ლიგის მე-3 ეტაპზე “ანორთოსისია”
ევროტურნირებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბის გორის “დილას” მეტოქე ევროპის ლიგის მე-3 შესარჩევ ეტაპზე კვიპროსული “ანორთოსისი” იქნება. პირველი შეხვედრა 2 აგვისტოს თბილისში გაიმართება, განმეორებითი კი 9 აგვისტოს ლარნაკაში.
09:50 27.07.2012
ლონდონში ოლიმპიადა იწყება
წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება, რომელიც მშვილდოსან ქრისტინე ესებუასთან ერთად უკვე ლონდონში იმყოფება.
20:11 26.07.2012
“დილა” ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზეა
“დილა” ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა - გორელებმა განმეორებით შეხვედრაშიც სძლიეს დანიური “ორჰუსი” 3:1 და მესამე რაუნდში მათი მეტოქე კვიპროსულ “ანორთოსისსა” და ესტონურ “ლევადიას” წყვილში გამარჯვებული იქნება.
17:14 26.07.2012
მიხეილ მამიაშვილი კუდუხოვსა და ცარგუშს გამოესარჩლა
რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ მამიაშვილის თქმით, დენის ცარგუშსა და ბესიკ კუდუხოვს ვერავინ შეუშლის ხელს, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში.
15:32 26.07.2012
“მილანი” კაკაში 13 მილიონს იხდის, “რეალი” კი 25-ს ითხოვს
ხანგრძლივი მოლაპარაკებების და დაზვერვითი სამუშაოების შემდეგ “მილანმა” ოფიციალური წინადადებით მიმართა მადრიდის “რეალს” კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით - იტალიური კლუბი მზად არის 13 მილიონი ევრო გადაიხადოს ბრაზილიელ ფეხბურთელში, თუმცა “სამეფო კლუბი” 25 მილიონს ითხოვს.
12:19 26.07.2012
“რეალი” მოდრიჩში 35 მილიონზე მეტს არ იხდის
მადრიდის “რეალმა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურზმა” განაახლეს მძიმე მოლაპარაკებები ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით - “სამეფო კლუბი” მზადაა ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ინგლისელები 45 მილიონზე ნაკლებზე თანახმანი არ არიან.
11:30 26.07.2012
საქართველო "ლონდონი 2012"-ს ესებუას იმედით იწყებს
საქართველოს ოლიმპიური გუნდი ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე სტარტს 27 ივლისს აიღებს, როდესაც გახსნის ოფიციალური ცერემონიალის წინ ბრძოლაში მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა საკვალიფიკაციო რაუნდიდან თბილისის დროით 13.00 საათზე ჩაებმება.
10:41 26.07.2012
10 სპორტსმენი ოლიმპიადიდან მოკვეთეს
ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე 2 დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ 10 მძლეოსანი გათამაშებას გამოეთიშა. ისინი დოპინგის მიღებაში არიან ეჭვმიტანილნი. მძლეოსანთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, 8 სპორტსმენი ორი წლით არის დისკვალიფიცირებული, 2 კი - ოთხი წლით.
16:09 25.07.2012
ანრი შესაძლოა “არსენალში” დაბრუნდეს
“ნიუ იორკ რედ ბულზის” თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ამერიკულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ლონდონის “არსენალში” დაბრუნდეს - შეგახსენებთ, რომ “მეთოფეთა” ლეგენდამ ზამთარში უკვე ითამაშა კლუბში მცირეხნიანი არენდით.
12:11 25.07.2012
იბრაჰიმოვიჩი “პსჟ”-ს აბატეს შეძენასაც ურჩევს
პარიზული “პსჟ”-ს სახელოვანმა ახალწვეულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბის ხელმძღვანელობას “მილანისა” და იტალიის ნაკრების მცველის იგნაციო აბატეს შეძენა ურჩია - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.
11:34 25.07.2012
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
ქართული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ტერიტორიად მოხსენიებასთან დაკავშირებით, „ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში უკვე გაიგზავნა მოთხოვნა შეცდომის გამოსასწორებლად.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხადური: ბიძინა ივანიშვილი 6 ვაკანტურ პოსტზე მინისტრობის კანდიდატებს ორშაბათს წარადგენს1
საქართველოს ელჩმა პანამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა2
ვანო მერაბიშვილი: ქართული პოლიცია ქვეყნის მშვიდობას უზრუნველყოფს და საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს3
კიმ ჩენ ინმა არასაიმედო გენერლების ნაღმმტყორცნებით განადგურება ბრძანა4
ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X